პარლამენტთან “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქციას “ევროპული საქართველოც” შეუერთდება

“გირჩი – მეტი თავისუფლების” დაგეგმილ აქციას “ევროპული საქართველოც” უერთდება. პარლამენტის წინ, დღეს 20:00 საათზე მდუმარე აქცია გაიმართება.

“20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ”, – აცხადებს გიგა ბოკერია ფორმულასთან.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური მოძრაობა “დროაც”.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას პარლამენტის წინ გასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაანახონ ქართულ ოცნებასა და საპატრიარქოს, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული ადამიანები ცხოვრობენ. ჯაფარიძე კატასტროფად აფასებს გუშინ, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას.