პარლამენტთან და კანცელარიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

ამ წუთებში პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. 10-ზე მეტი ყვითელი ავტობუსი დგას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოშიც.

ცნობისთვის დღეს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციას რეგიონებიდან კოლონებიც უერთდებიან.