პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

პარლამენტის უკან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ აქტივისტის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა.

ბექა გრიგორიადისს, პოლიციამ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა 13 ივნისს, 13 საათზე გაიმართება. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.