პარლამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია, მიღებულია შესაბამისი ზომები, ხოლო თანამშრომლების 70% მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

კორონავირუსი პარლამენტის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელს გუშინ საღამოს დაუდასტურდა.