პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები, სცენას არ გვადგმევინებენ – ”სირცხვილია”

”პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები, სცენას არ გვადგმევინებენ”- მოძრაობა “სირცხვილია”  ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. პოლიცია დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის წინ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.

“პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას”, – წერს “სირცხვილია”.

სამოქალაქო აქტივისტები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.