პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა – ელისაშვილი წულუკიანზე

“პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა”- “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად შექმნა თეა წულუკიანისთვის სამინისტრო.

“ფაქტია, რომ ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა, “ქართულმა ოცნებამ” არც აცია, არც აცხელა და ცალკე სამინისტრო შექმნა. წულუკიანი რვა წლის განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი და მართლმსაჯულების სისტემა ჩააფლავა. ვისურვებ, რომ ისეთივე წარუმატებელი არ იყოს, როგორიც მართლმსაჯულების მინისტრი იყო,”- ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, დღეს თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.