პარლამენტი შავდათუაშვილის ფინალის დროს პლენარულ სხდომას შეაჩერებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილის ფინალში გამოსვლის დროს პარლამენტში პლენარული სხდომა დროებით შეჩერდება. ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.

“ერთ საათში ან საათ-ნახევრის შემდეგ იქნება ფინალი და გთხოვთ, 5 წუთით სხდომა შევწყვიტოთ. ჩემი აზრით, არავინ იქნება წინააღმდეგი”,– მიმართა მდინარაძემ პარლამენტს, რომელსაც დეპუტატები დაეთანხმნენ.

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება. შეხვედრა დაახლოებით 14:10 საათზე დაიწყება.