პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

82 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

საკანონმდებლო ორგანომ ასევე აირჩია ცესკოს ორი წევრი – მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათ უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურებოდათ. თავმჯდომარეც და წევრებიც 6 თვის ვადით აირჩიეს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა.