პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიაზე “ოცნების” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

77 მომხრე, 23 წინააღმდეგი — პარლამენტმა ქართული ოცნების კანონპროექტი 20 ივნისის ამნისტიის შესახებ მეორე მოსმენით მიიღო.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მათ შორის, პოლიციელები.

კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა ქართულმა ოცნებამ მოსმენა სხდომათა დარბაზში ენმ-ს წევრების არყოფნის გამო ის გადადო.

ოპოზიციის ნაწილი ოცნების კანონპროექტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ის წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან.