პარლამენტის მანდატზე უარს ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნონა მამულაშვილი.
“პარლამენტში ყოფნასაც აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე და ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაატაროს ის ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ძალიან მალე მივმართავ პარლამენტს და ოფიციალურად დავტოვებ მეც მანდატს”, – თქვა მამულაშვილმა.
პარლამენტი გუშინ დატოვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც. დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, მანდატებზე უარი თქვან და პარლამენტში ხელისუფლება მარტო დატოვონ.