პარლამენტში ზურა ჯაფარიძეს ჰერმან საბო ჩაანაცვლებს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მის ადგილს ადგილმონაცვლეობის პრინციპით, “გირჩის” წევრი, ჰერმან საბო დაიკავებს. შედეგად, აღნიშნულ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატი ეყოლება.

ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩი” Facebook-ზე ავრცელებს.

“დღეს, საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის მე-5 ნომერი ჰერმან საბო იყო, შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს.
“შევდივარ, შევდივარ” – გვითხრა მან”,– წერია პარტიის განცხადებაში.