პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ – კარლ ჰარცელი

”როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ, ეს ჩემთვის შემაშფოთებელია” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება. მისი თქმით, პარტიები ერთმანეთს უფრო მეტად შორდებიან ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როდესაც დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე ოდესმე და კარის დახურვის პროცესი დაწყებულია.

„როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება, მაშინ როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.