„რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, ბუნებრივია, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ რამე ტიპის დესტაბილიზაცია განაპირობონ ჩვენს ქვეყანაში. ჩატარდება არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, დანარჩენი არის საზოგადოებაზე დამოკიდებული”

განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.