“არ არის სარწმუნო განცხადება, რომ მინისტრის დანიშვნიდან გამომდინარე მოხდა დავით ხიდაშელის გათავისუფლება, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ არსებობდა, ასევე, ბატონი ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდი და გადაინიშნა ეს კაცი. გვახსოვს დავით ხიდაშელისთვის ლიცენზიის გაუქმება რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. ანუ გარკვეულწილად აღარაა “ფავორში”, ასე საჯარო ფორმით ივანიშვილთან, რომელიც ამბობდა, რომ ერთადერთი კაცია, რომლის ვალსაც ვერასდროს გადაიხდის. შესაბამისად, მაშინ, როდესაც დავით ხიდაშელი საუბრობდა გია ვოლსკისთან, მათ შორის კონფედერაციის მოწყობის იდეაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით; სავაჭრო ურთიერთობებზე. საინტერესოა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს სამინისტროდან თებერვალში, ამის შემდეგ დაიწყო ამაზე ფიქრი და მოლაპარაკება აფხაზ სეპარატისტებთან, თუ მანამდეც ჰქონდა ამ ყველაფერს ადგილი? მოცემულობაში არასარწმუნოა, რომ ამ კაცს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, იმიტომ, რომ რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო, მით უფრო იმ კაცისგან, რომლის ვალიდანაც ვერ ამოვიდოდა ივანიშვილი. რუკები წინასაარჩევნოდ ჩამოუტანა იმისთვის, რომ მთელი ეს მანიპულაცია – “გარეჯი საქართველოა” მოეხდინათ. რა საჭირო იყო მრჩევლის პოზიცია და მისი გაფორმება სამინისტროში, თუ მხოლოდ და მხოლოდ რჩევები უნდა მოესმინათ და არ იღებდა ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შესახებ. ვაგზავნი სადეპუტატო კითხვას მთავრობის ბოლო დადგენილების შესახებ – ამ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობაში ხომ არ ჰყავთ დავით ხიდაშელი და რა წვდომა ჰქონდა, მათ შორის არასაიდუმლო, თუმცა შეზღუდული სარგებლობისთვის ინფორმაციაზე, რომელიც არ არის აუცილებელი გრიფით იყოს დაფარული.
ამ საკითხებზე უნდა იყოს პასუხი და იმაზე, რომ ეს კაცი, რომელიც რუსულ სამხედრო კომპანიასთან სისტემასთან არის აფილირებული, მოცემულობაში რუსეთი რომ საქართველოს მტერია და არა მეგობარი, ეს გასაგებია და თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და არა რუსი ბიზნესმენების დასაქმებით იყოს დაკავებული – ამ მოცემულობაში რა იმხელა ფასი ჰქონდა ამ კაცის დასაქმებას, ამაზე პასუხი არ ყოფილა”

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.