პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ იყო – 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

“პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ იყო”- განაცხადა, 14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ. მისი თქმით, სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველბი არ ჰქონდა.

“პატიმრობის გამოყენებისათვის არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდების მხარეს რომ ჰქონოდა დასაბუთებული ვარაუდის დონეზე მტკიცებულებათა სტანდარტი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წარუდგენდნენ ბავშვის გარდაცვალებამდე, ვინაიდან გარდაიცვალა ბავშვი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, საგამოძიებო ორგანოებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ამ გარემოებას, სახელმწიფო ინსტიტუციებმა არ მოახდინეს ჩართულობა”, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი.