პატრიარქის სტიქაროსანსა და მსახიობს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

მსახიობს, საპატრიარქოს თანამშრომელს კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მიქიაშვილი აცხადებს, ის კორონავირუსით მეგობრისგან დაინფიცირდა და მასთან კომუნიკაციის შემდეგ, ის საპატრიარქოში არ მისულა. კახა მიქიაშვილი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

“მძიმე პაციენტად არ ვითვლები, თუმცა, პირველ დღეებში უფრო კარგად ვიყავი, ახლა როცა ველოდი, რომ გამწერდნენ, პნევმონია დამიდგინდა ორივე ფილტვზე და თავიდან დამიწყეს მკურნალობა. ვისგან გადამედო ვიცი. ყველაზე მეტად მადარდებდა, რომ სხვისთვის არ გადამედო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი და ჩემგან არავის გადადებია, რადგან კონტაქტები არ მყოლია“, – აცხადებს მიქიაშვილი.