პატრიარქმა მამა დოროთე ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლა

პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. არქიმანდრიტი სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.

ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

“ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” – ნათქვამია საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.