“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებოსგან.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო ბავშვებს ეხება ეს. გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონოს კარი”

აცხადებს გიგი უგულავა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე.