პატრიოტთა ალიანსი ოკუპირებული აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზადაა – ასლან ბჟანია

“პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის, – განაცხადა  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას, apsnypublic.ru ავრცელებს.

“მოლაპარაკებებისთვის მზადება მისი მოსკოვში ვიზიტის დროს დაიწყო და უფლებამოსილ პირად მრჩეველი ლაშა საქანია შეირჩა. “პატრიოტთა ალიანსი” მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის”, – ამბობს ბჟანია და აღნიშნავს, რომ ე.წ საგარეო უწყებას დაევალა “სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს”.

შეხვედრაზე, ასევე, ილორის ეკლესიისთვის პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ხატის გადაცემის საკითხიც განიხილეს, რასაც ბჟანიამ ჰუმანიტარული ჟესტი უწოდა, თუმცა თქვა, რომ ასეთი ქმედება არავისთან შეთანხმებული ყოფილა.