პატრუშევი ამტკიცებს, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ამტკიცებს, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან “უკრაინა დგას”.

“რა თქმა უნდა, უკრაინა” – ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟურნალისტის კითხვას, დგას თუ არა თავდასხმის უკან უკრაინა ან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო.

შეგახსენებთ,22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა.  მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.