პედაგოგის ინფიცირების გამო, თბილისის 94-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისში, 94-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

„სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგს კორონავირუსი გუშინ 17:00 საათზე დაუდასტურდა. დღეს ისედაც დასვენებაა. გაგზავნილია წერილი სამინისტროში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები“, – განაცხადა  სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ.