პენიტენციური დაწესებულებაა და არა სასტუმრო, მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ – კუჭავა

პარლამენტის თავმჯომარე განმარტავს, რატომ ეუბნება პარლამენტის დეპუტატებს უარს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. მისი თქმით, თავად გადაწყვეტს, დღეში რამდენი ადამიანი შეუშვას, რადგან პენიტენციური დაწესებულება “სასტუმრო არ არის”.

„რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ – 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, გამომდინარე უსაფრთხოების ნორმებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან. არც ვაპირებ, რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მომნახველების რაოდენობა.

ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები ოჯახის წევრებიც, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ნურავის მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია! საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც ლობიში შეუძლიათ ისაუბრონ. როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, – კახა განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეში კახა კუჭავამ პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა.