პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან

რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან – ინფორნმაციას ამის შესახებ, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამერიკულ მედიასთან საუბარში აცხადებს. ასევე მისი თქმით, სათანადო აღჭურვილობის გარდა რუსულ არმიას აქვს საკვებისა და საწვავის პრობლემაც.

“მათ ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ”. – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.