“მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.  რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია”

განაცხადა, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.