პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება – გამყრელიძე

ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი, – ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს – გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.