პილოტმა თვითმფრინავი 360 გრადუსით მოატრიალა, რათა ყველა მგზავრს დაენახა ჩრდილოეთის ციალი

EasyJet-ის პილოტმა გუშინ, 27 თებერვლის ღამეს 360, ოკეანის თავზე გრადუსით შემოაბრუნა თვითმფრინავი, რათა ბორტზე მყოფ ყველა მგზავრს დაენახა ჩრდილოეთის ციალი.

ამის შესახებ ისლანდიური რეიკიავიკიდან მანჩესტერ აეროპორტისკენ მიმავალი თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა ადამ გროვზმა განაცხადა – წერს The Independent.

„დიდი მადლობა EasyJet-ის პილოტს EZY1806-ს რეიკიავიკიდან მანჩესტერში, რომელმაც 360-იანი ბრუნი შეასრულა, რათა ყველა მგზავრს შეეძლო დაენახა წარმოუდგენელი ჩრდილოეთის ციალი“, – წერს მამაკაცი ტვიტერზე.

ადამ გროვზმა, რომელიც ისლანდიაში შვებულებაში ჩავიდა განაცხადა, დიდი შანსი იყო ჩრდილოეთის ციალი მოგზაურობისას ენახა თუმცა, ისლანდიაში ყოფნის განმავლობაში, ძლიერი ნისლის გამო, ეს ვერ მოხერხდა ამიტომ მიწიდან ციალის დანახვა ვერ შეძლეს.

FlightRadar24 სერვისმა ასევე გაავრცელა თვითმფრინავის შეცვლილი მარშრუტი Twitter-ზე.

ამავდროულად, FlightRadar24-მა განმარტა, რომ თვითმფრინავის პილოტებს უფლება აქვთ ფრენის დროს მარშრუტი შეცვალონ, თუ წინასწარ მიიღებენ ნებართვას კონტროლერებისგან.