პირდაპირ გეტყვით, საკუთარ ფრაქციაზე ვფიქრობ – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში საკუთარი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე იზრუნებს.

“პირდაპირ გეტყვით, მე ჩემს, საკუთარ ფრაქციაზე ვფიქრობ “კანონი და სამართალი“. გინდოდათ გეკითხათ, საერთოდ ვითანამშრომლებ თუ არა მათთან [ნაციონალიურ მოძრაობასთან]? – მე უკვე ვითანამშრომლე. “სტრატეგია აღმაშენებელთან“ არ ვითანამშრომლებ, ლელოსთანაც არა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ბატონ შალვა ნათელაშვილთანაც.

მე უკვე ვითანამშრომლე ძალა ერთობასთან, თორმეტმა პარტიამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა არის გაერთიანების, ძალა ერთობის დრო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსხვილი ოპოზიციური პარტია, მათი გადასაწყვეტია”,– განაცხადა ჩარკვიანმა პალიტრანიუსთან  საუბრისას.