პირდაპირ ვეტყვი მოსამართლეს, იგი არის მონა – არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ არა სამართლიანი გადაწყვეტილების, არამედ მონობის გზა აირჩია.

“ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ სასამართლო იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე და კანონის საფუძველზე მიიღებდა გადაწყვეტილებას. სასამართლომ, სამწუხაროდმ, აირჩია მონობის გზა, პირდაპირ ვეტყვი მოსამართლე სტურუას, რომ იგი არის მონა. თავად ეს გადაწყვეტილება შეჭამს როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ადგილი არათუ უზენაეს სასამართლოში, არამედ მცხეთის სასამართლოშიც არ იქნება. ჩვენ ერთადერთი, გვაქვს ევროპული სასამართლოს იმედი და გვჯერა, რომ დადგინდება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

აქ არის სასჯელზე ლაპარაკი, საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება არათუ იმისა, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს, არამედ იმისაც კი, რომ მათი მხრიდან გიორგი შაქარაშვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი”,- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა მთავარ არხის ეთერში.