პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია – იან კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე

“პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია”- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას, Twitter-ზე. იან კელი სოციალურ ქსელში ციტირებს აშშ-ს საელჩოს განცხადებას,  სადაც ნათქვამია, რომ პროცესი არ იყო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.