გაუჩუნარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანი და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა რძალმა პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა. მისი თქმით, აქამდე ის ამბობდა, რომ პოლიციელი, რომელიც გერლიანს ემუქრებოდა, მისი მეგობარი იყო.
ნანა გერლიანი ეჭვობს, რომ ყოფილი რძალი შსს-ს თანამრომელს, გიორგი გოგნიაშვილს ხელს აფარებს.
“რადგან იამ, ჩემმა ყოფილმა რძალმა ცრუ ინფორმაცია მისცა და არ აღიარა და თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა ამ ადამიანს [პოლიციელს], მე დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს საქმე”- ამბობს რამაზ გერლიანის და.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ ეკონომისიტის ოფისში მისი მობილური და წერილი იპოვა. მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას ტელეფონის გახსნა შეუძლია, წერილში კი გერლიანი აცხადებს, რომ “ბევრი ითმინა“ და “დაიღალა”, ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს.
გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა Facebook-პოსტი დაწერა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა და ვარაუდობდა, რომ ის მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა. პოსტი გუშინ სოციალური ქსელიდან წაიშალა. ეკონომისტის ძმა ვარაუდობს, რომ ის ძალოვანმა უწყებებმა წაშალეს.
გაუჩინარებულ რამაზ გერლიანს პოლიცია და ოჯახის წევრები მე-3 დღეა იძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.