პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი, ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა

საქართველოს ტელევიზიიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა.

წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანიდან, მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.