პირველი პრეზიდენტის დამხობაში ენმ-ს ოფისში შეკრებილები მონაწილეობდნენ – ღარიბაშვილი

”პირველი პრეზიდენტის დამხობაში ენმ-ს ოფისში შეკრებილები მონაწილეობდნენ”- პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა , პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ცოტა ხანში მისივე თანაპარტიელებმა უნდა დაამტკიცონ.

”ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია. ამ 30 წლის განმავლობაშ არაერთი გამოწვევა გამოვცადეთ 90-იანებიდან მოყოლებული. პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი გზით დამხობით, თითქმის 80% ამ შულავერის კომიტეტის, რომელიც ახლა არის შექმნილი ნაცმოძრაობის ოფისში, მონაწილეობდნენ 90-იან წლების გადატრიალებაში.

რა თქმა უნდა ამ ადამიანების ბუნება და ხასიათი არ იცვლება. არც მათი მისწრაფებები და მიზნები, მაგრამ დღეს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყოს” –  ამბობს ღარიბაშვილი