პლებისციტი ხაფანგია, რომელშიც თუ ოპოზიცია თავს გაყოფს, დამარცხდება – იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ–ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება.

„პლებისციტთან დაკავშირებით ჩემი და ალეკოს პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის”, – ამბობს იოსელიანი.

ის პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ” „მგონი, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეთანხმება“.

ცნობისთვის, სააკაშვილმა თქვა, რომ პლებისციტს ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს, რამაც პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.