“ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში არის ივანიშვილი, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი რუსეთის ფედერაციაში შოულობს ფულს, ჩვენთვის ეს მიუღებელია, ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია, რადგან ყველა, ვინც ფულს შოულობს რუსეთის ფედერაციაში, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან.

ვისურვებდი ყველას ესმოდეს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რიტორიკით საუბრობენ, გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან, ომის შემდეგ, ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან. დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში იყო ჩადენილი, მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების დახოცვა, ყველაფერი იმათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით, რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებენ. ამის უარყოფა რთულია.

საერთოდ საუბარი რატომ უნდა იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს რამე გაყიდოს, რატომ უნდა იყოს საერთოდ საუბარი რუსეთთან ბიზნესურთიერთობებზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხომ ძალიან რთულია, მათ შორის ბატონი ივანიშვილისთვისაც?! ამიტომ, უწევთ ემოციური, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, რომელიც მათ არშემდგარობაზე მეტყველებს”, – თქვა პოდოლიაკმა.

აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.