პოდოლიაკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არასაკმარისად მიიჩნევს და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს “არასაკმარისს” უწოდებს და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

“რუსეთის  წინააღმდეგ სანქციები არასაკმარისია. იმისთვის რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს და უკრაინელების მკვლელობა შეწყდეს, საჭიროა ან პირდაპირი ემბარგო ყველა რუსულ ენერგორესურსზე ან ირიბი ემბარგო რუსული საქონლისთვის პორტების ჩაკეტვით (ნავთობის 85% ტანკერებშია).  ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე ვიომოთ.” – წერს პოდოლიაკი.