კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. მისი განცხადებით, ყველას აქვს მოლოდინი, რომ პრობლემა გადაიჭრება.

“პოზიტიური შეხვედრა იყო, კონსტრუქციული, ყველა ელოდება რომ ეს პრობლემა გადაიჭრება. ეს ყველა ქართველის ინტერესია. ახლა საჭიროა კომპრომისი. მოლოდინი მაქვს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება და ქართველების ინტერესში იქნება პარლამენტის არსებობა”, – აღნიშნა დეგნანმა.