პოზნერის ჩამოსვლაზე ინფორმაცია მქონდა იმ წრიდან, ვინც მას მასპინძლობდა – ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მას რუსეთის აგენტი უწოდა.

“არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?”– თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

ხოშტარიას განმარტებით, პოზნერის ვიზიტის შესახებ მისი მასპინძლებისგან გაიგო.

“ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა [პოზნერს]. თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად ვინც მასპინძლობდა იმ ქართველების გაშავება და მორალის კითხვა, დამუნათება. არც კი მითქვამს მათი სახელები. მე აქ მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე, რომ “ამ კაცს შემოშვება იქნება პრობლემა და არ უნდა შემოუშვათ, ამის უფლება გაქვთ”. ხომ შეიძლებოდა, თუ მართლა პროვოკაცია გინდა, რომ დაელოდო და მერე გამწვავება გინდოდეს”,– განაცხადა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.