პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ – ხოშტარია

“პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ”- ამის შესახებ, მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს რითც,  სირცხვილიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პოლიცია აქტივისტებს პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.

“სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ახლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე. უნდა გაეცეთ პასუხი, დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5-ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე”, – წერს ელენე ხოშტარია.