არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან არ წავალ– გახარია

“პოლიტიკიდან არ მივდივარ”- ეს განცხადება, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. მალე შევხვდებით”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, მიზეზად მან, ენმ-ის თავჯდომარის,  ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.