“ჩემი აზრით, ქართველი პოლიტიკოსები გვყავს დასაოკებელი რამენაირად. ისინი რომ დაინახავენ რუსთაველზე ხალხს და იქ მიკროფონს, ბნედა ემართებათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მიტინგი დაშალონ. ეს ხალხი არის დასაოკებელი, მე ვერ მოვიფიქრე ვერაფერი. მიტინგზე რომ ხალხი შეიკრიბება, რომელიც არ არის არცერთი ქართველი პოლიტიკოსის შეკრებილი, სულ სხვა რამის გამოა შეკრებელი, რომ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით რომ თავი არ გამოვუტენოთ, იქნებოდა კარგი. მივცეთ ადამიანებს განმარტოებისა და ჩამოყალიბების საშუალება. არ გვინდა ეს ხმამაღალი ყვირილი მიტინგიდან. ხალხი გლოვობს სინამდვილეში და ამ გლოვაში იწურება იდეა, რომლებსაც იმ ადამიანებს, ვინც არ არის მიტინგზე და ეჭვის თვალით უყურეს, უნდა ვიწვევდეთ. ეს ამბავი, რაც ხდება ქართველი პოლიტიკოსების მიერ მიტინგების დაშლა გამოსვლებით, უნდა მორჩეს.

[..] ჩემი აზრით, პოლიტიკოსები ტრიბუნაზე არ უნდა იყვნენ, პოლიტიკოსებს მიკროფონი უნდა დავუმალოთ, რითაც ისინი მიტინგზე ხალხს აფრთხობენ, ხომ შეიძლება რამე სხვა აკეთონ. რას ვერჩით ამ ხალხს, ძლივს მოვიდა, შეწუხდა, მართლა აწუხებს უკრაინის ამბავი და ჩვენ რატო ვფანტავთ”

თქვა პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩია TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.