დღევანდელი დისკუსია განიხილეთ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი – კალიურანდი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღევანდელი დისკუსია უნდა მიიღონ და გაიაზრონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, Twitter-ზე წერს.

“მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს – რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან – დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. მათ უნდა გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყონ მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე”,- წერს მარინა კალიურანდი.