პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია – ოხანაშვილი ამნისტიაზე

“პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია “- ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამნისტიაზე საუბრისასგანაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს მიმართ კონვენციური მუხლის სტანდარტით შესაძლო დარღვევა გამოიკვეთა, მათ ამნისტია არ შეეხებათ.

“არავის არ აქვს მიზნად და აზრად, რომ შეეხოს ისეთ ადამიანს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, შესაბამისად, ეს სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, პირველი ქართული ოცნების ინტერესი არანაირად არ არის ამნისტიის გამოცემა, თუ გამოიცემა ის უნდა იყოს სამართლიანი, ყველა პირზე თანაბარი და პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია, რომ ის უფრო გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ვიდრე სხვა პირი. შესაბამისად, მიდგომა იქნება თანაბარი, ერთიანი და სამართლიანი”, – ამბობს ოხანაშვილი.