პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო – დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებაზე ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ.

“დიდებული დღეა. უმნიშვნელოვანესი სასამართლო მოვიგეთ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი შანსი გვაქვს საქართველოს ოკუპაცია კვლავ გახდეს მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ასპარაზზე.

ყველას გამარჯვებაა, ვისაც ქვეყანა უყვარს. პოლიტიკური კუთვნილების გარეთ უნდა გავიტანოთ ეს საკითხი – საქართველომ მოიგო.

მადლობა ჩვენს შეირაღებულ ძალებს, პატრიოტებს, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეზე ბოლომდე მუშაობდა”,– წერს დეკანოიძე.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.