პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს-სენატორი რიში

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ტვიტერზე ეხმაურება:
“ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის.”–წერს სენატორი.