პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში პარლამეტში შესვლა, “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია – ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფართო პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში, პარლამეტში შესვლა, “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია. ამის შესახებ ბოკუჩავამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

“ზოგისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარტია “მოქალაქეებმა” მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის პრაგმატულად არ იყო გამართლებული ნაბიჯი, პოლიტიკურ და მორალურ ვალდებულებას, რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისინი რაიმე გათვლაში ჩათვლიდნენ, რომ ეს მათ ინტერესში შედიოდა. ამ მოცემულობაში, ფართო პოლიტიკური შეთანხმების არ არსებობის პირობებში პარლამეტში შესვლა, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია. ალეკო ელისაშვილმა, როდესაც თავი მოიწონა, რომ ამ ადამიანების (ილიჩოვა – მელაშვილის) გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია, ეს კიდევ ერთხელ ამართლებს ოპოზიციის რიტორიკას. ამ საქმეებს მართლმსაჯულებასთან არანაირი საქმე არ გააჩნიათ და სინამდვილეში, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ტყვეები არიან”, – განაცხადა ბოკუჩავამ.