პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების მისამართით გაჟღერებული რეკომენდაციები გაკვეულწილად მიღწეული და გათვალისწინებულია.

“იყო რეკომენდაციები, რომლებსაც პოლიტიკოსების მიმართ ვსაუბრობდი და გარკვეულწილად შემდეგ მივაღწიეთ – პოლიტიკოსები, რომ ხვდებოდნენ ამომრჩევლებს ყველას ეტარებინა პირბადე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პირბადის ტარება დაწესებული არ იყო. მერე – არ ყოფილიყო ხვევნა-კოცნა და არ ყოფილიყო აღსანიშნავი სუფრები. ამას ხშირად ვამბობდი, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ! პირდაპირ ვაფიქსირებ – ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა სერიოზულად შეუწყო ხელი იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვართ”, – განაცხადა გამყრელიძემ.