პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა

რამდენიმე წუთის წინ სამართლდამცველებმა, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული  ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბიძინა ესებუა ზუგდიდში დღეს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.