პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო – წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმიანება და ირწმუნება, რომ პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო.

“საქართველოში არ არსებობს ადამიანი არამც თუ მინისტრი რომელიმე, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერისკაცი თუ სასულიერო, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. გუშინ ვიხილეთ გარკვეული მოვლენები. რა თქმა უნდა, მინდა ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არა მხოლოდ გუშინ იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც და ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი”, — განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ, 5 ივნისს პოლიციამ ვერ შეძლო პუტინისტური ჯგუფებისგან ჟურნალისტების დაცვა. ისინი მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.