პოლონეთის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტისპრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა.

“გუშინ პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მუდმივ კავშირში ვართ საჭირო სამედიცინო სამსახურებთან”, – წერს პრეზიდენტის პრესსპიკერი ბლაზეი სპიხალსკი სოციალურ ქსელში.