პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებაზე გადადის – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის დასავლეთი ნაწილის ხელში ჩაგდებას აპირებს. ამის დასადასტურებელ არგუმენტად მას პრეზიდენტი ანდჟეი დუდას კიევში ვიზიტი მოჰყავს.

“კიევის რეჟიმის ე.წ. „დასავლელი პარტნიორები“ ასევე არ არიან წინააღმდეგნი არსებულ სიტუაციაში ისარგებლონ ეგოისტური ინტერესებით და აქვთ სპეციალური გეგმები უკრაინის მიწებზე.

ამის ნათელი დადასტურება იყო პოლონეთის პრეზიდენტის, დუდას ვიზიტი კიევში, ისევე როგორც მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მალე შეწყვეტს არსებობას. როგორც ჩანს, პოლონეთი უკვე გადადის დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე“, – განაცხადა პატრუშევმა.

ანალოგიური რიტორიკით გამოირჩევა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც. ისიც ამტკიცებს, რომ არა რუსეთი, არამედ NATO და პოლონეთი გეგმავენ უკრაინის ხ